1600 +
წარმატებული გარიგება
3000 +
კმაყოფილი მომხმარებელი
telegram
messenger
myhome.ge
ss.ge
korter.ge
livo.ge
tik-tok
telegram
გადაამოწმე შენი არჩევანი ორექსში
თუ ყოველდღიურად თვალს ადევნებთ სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსებულ განცხადებებს, რამდენიმე ვარიანტი უკვე შეარჩიეთ და მაინც ფიქრობთ რომ უკეთესი შეთავაზების აღმოჩენაც შეგიძლიათ ნამდვილად არ ცდებით.
უძრავი ქონების პლათფორმებსა და სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ათასობით ძველი და ახალი განცხადება განთავსდება მათი ჩამონათვალი კი ძალლიან დიდია: ( myhome.ge ; ss.ge ; livo.ge; korter.ge ; facebook ; telegram ; tik-tok ; whatsapp ; vber და ასშ. )
ზოგიერთი პლათფორმა გამარტივებული ძიების მეთოდებს გვთავაზობს თუმცა განცხადებების სიმრავლე და მათი განახლების ტემპი შეცდომის დაშვების რისკს ძალიან ზრდის და მრავალი ძალისხმევის მიუხედავად ბევრი შეთავაზება ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში კი ხელს გვიშლის პასუხგაუცემელი კითხვები: „არის თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული ქონება საუკეთესო ვარიანტი“ და „ვიყიდო თუ გავაგრძელო უკეთესი შეთავაზების ძიება“.
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შეიქმნა ორექსის ციფრული სისტემა. ორექსი საშუალებას გვაძლევს თქვენ მიერ შერჩეული უძრავი ქონება ერთდროულად შევადაროთ უძრავი ქონების პლათფორმებსა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ ყველა შეთავაზებას და პასუხი გავცეთ კითხვას: „გააკეთეთ თუ არა საუკეთესო არჩევანი“
გადაამოწმე არის თუ არა ბაზარზე უკეთესი შეთავაზებები
ატვირთე განცხადების ბმული ნებისმიერი პლათფორმიდან და აღმოაჩინე მსგავსი შეთავაზებები
როგორ მუშაობს OREX-ის ციფრული სისტემა
ბაზარზე არსებულ საუკეთესო შეთავაზების აღმოსაჩენად თითოეული ალტერნატივა უნდა განვიხილოთ. და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი არცერთი განცხადება არ დაგვრჩა ყურადღების მიღმა.
ამისთვის კი დაგვჭირდება უძრავი ქონების პლათფორმების, სოციალურ ქსელების გვერდების, ჯგუფების და ჩათების უწყვეტ რეჟიმში გაფილტვრა, რათა განცხადების განთავსებისთანავე მივიღოთ ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო ახალი შეთავაზების შესახებ.
• OREX-ის ციფრული სისტემა წარმოადგენს უნიკალურ ფილტრს, რომელიც მყიდველისთვის ერთ გარემოში უყრის თავს ინტერნეტ სივრცეში გაბნეულ მსგავს შეთავაზებებს.
• OREX-ის სისტემაში მომენტალურად აისახება უძრავი ქონების პლათფორმებზე და სოციალურ ქსელებში ( myhome.ge / ss.ge / korter.ge / livo.ge / facebook / instagram / tik-tok / telegram ) განთავსებული ახალი განცხადებები.
• სისტემა ფილტრაივს თითოეულ განცხადებას და ორიენტირებულია სხვადასხვა საფასო სეგმეტში საუკეთესო შეთავაზებების აღმოჩენაზე
• OREX-ის მომხმარებელს კი საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ პირადი კაბინეტით სადაც დაგხვდებათ
ინდივიდუალურად თქვენთვის დაჯგუფებული, მსგავსი შეთავაზებების ჩამონათვალი.
• მუდმივი განახლების რეჟიმში პირადი კაბინეტი საშუალებას გაძლევთ უშეცდომოდ ადევნოთ თვალი თქვენთვის ყველაზე მიმზიდველ ახალ და ძველ შეთავაზებებს
არის თუ არა ჩემ მიერ შერჩეული უძრავი ქონება საუკეთესო ვარიანტი?
უძრავი ქონების შეძენა საპასუხისმგებლო ნაბიჯია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ქონების ძიების პროცესში კი მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით საუკეთესო შეთავაზებაზე გავაკეთოთ არჩევანი.
საკუთარ არჩევანში კი დარწმუნებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები თუ ზუსტად იცი, რომ შენი ყურადღების მიღმა არცერთი შეთავაზება არ დარჩენილა და თითოეული ალტერნატივა განიხილე.
თუმცა რეალური სცენარი იდეალურისგან შორს არის, რადგან ინტერნეტ სივრცეში ათასობით განცხადება არის განთავსებული და ზოგიერთი შეთავაზება ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება.
რატომ გამომრჩა საუკეთესო შეთავაზება?
ახლი განცხადებები უძრავი ქონების პლათფორმებზე და სოციალურ ქსელებში პირველ გვერდებზე განთავსდება და ერთი შეხედვით ჩვენს ყურადღებას არცერთი შეთავაზება არ უნდა გამორჩეს.
და მაინც, რატომ გამოგეპარა საუკეთესო შეთავაზება :
• საუკეთესო შეთავაზებები ინტერნეტ სივრცეში სულ რამდენიმე დღეს დაჰყოფს, ასეთი უძრავი ქონება ყველაზე სწრაფად იყიდება.
• საუკეთესო შეთავაზებები ხშირად უკანა გვერდებზე იმალება, რადგან ასეთ უძრავ ქონებქზე მესაკუთრე გამოხმაურებას განცხადების დადებისთანავე იღებს და სარეკლამო საშუალებებით პირველ გვერდებზე განთავსებას არ საჭროებს.
• საუკეთესო შეთავაზებები დროის მოკლე შუალედში იყიდება, სანამ ჩვენი ყუდადღება პირველ გვერდებზე განთავსებულ და კარგად
გარეკლამებულ განცხადებებზე არის მიმართული.
• საუკეთესო შეთავაზებით სარგებლობს ის ვინც განცხადებას დროულად ამჩნევს და სხვებზე სწრაფად მოახდენს რეაგირებას.
როგორ დავდოთ სარფიანი გარიგება - დროული რეაგირება წარმატების გასაღებია
როდესაც, ყველა საუკეთესო შეთავაზებას თვალს ადევნებ და თითოეული ალტერნატივის შედარების საშუალება გაქვს, შეგიძლია დარწმუნებული იყო საკუთარი არჩევანის სისწორეში.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასეთ შეთავაზებებზე მოთხოვნა მაღალია, რის გამო შესაძლოა გარიგების დადება სხვა მყიდველმა დაგვასწროს.
იმისათვის, რომ თამაშგარე პოზიციაში არ აღმოჩნდე, საჭიროა სწრაფად მოახდინო რეაგირება შენს მიერ შერჩეულ შეთავაზებაზე და დროულად ჩანიშნო ქონების დათვალიერება.
ამავე ეტაპზე აუცილებელია მოიძიო დეტალური ინფორმაცია ქონების სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და შეამოწმო თითოეული იურიდიული ასპექტი უსაფრთხო გარიგების დასადებად.