როგორ გპარავენ კლიენტებს დუბლირებული განცხადებებით ?
telegram
messenger
myhome.ge
ss.ge
korter.ge
livo.ge
tik-tok
telegram
რატომ აკოპირებენ შენ განცხადებას - მიუხედავად იმისა, რომ შენ არ თანამშრომლობ აგენტებთან
განცხადების დუბლირების მიზეზი ყოველთვის ამ კონკრეტული ბინის გაყიდვა არ არის.
ხშირ შემთხვევაში აგენტები განცხადებას იყენებენ როგორც “სატყუარას”, რათა დაინტერესებული კლიენტები მოიზიდონ.
ეს აგენტს საშუალებას აძლევს კლიენტს მის განკარგულებაში არსებული ბინები შესთავაზოს.
პროცესი ჩვეულებრივ ასე ვითარდება:
- კლიენტი რეკავს აგენტის მითითებულ ნომერზე
- იგი ფიქრობს, რომ პირდაპირ იმ კონკრეტულ ბინაზე იღებს ინფორმაციას.
- აგენტი იღებს რეალურ კლიენტს
- შემდეგ აწვდის მცდარ ინფორმაციას რომ :
- ბინა უკვე გაიყიდა
- მფლობელმა ფასი შეცვალა
- ან დათვალიერება დროებით შეუძლებელია
- შემდეგ იწყება სხვა ბინების შეთავაზება
- კლიენტს სთავაზობენ ალტერნატივებს
- აგენტი ცდილობს მომხმარებელი სხვა ობიექტზე გადაიყვანოს
როგორ ავირიდოთ თავიდან “დუბლირებული განცხადებები”
სამწუხაროდ ბინის მესაკუთრემ შეიძლება არც იცოდეს, რომ მისი განცხადება სხვა ადამიანების სახელით ვრცელდება. ზოგჯერ ბინა სხვადასხვა ფასადაც კი იდება, რაც მყიდველებში დაბნეულობას იწვევს. ამან შეიძლება დააზიანოს მფლობელის პოზიცია მოლაპარაკების დროს, შეამციროს ნდობა განცხადების მიმართ და გაართულოს რეალური მყიდველის პოვნა. სწორედ ამიტომ მესაკუთრე იძულებული ხდება მუდმივად აკონტროლოს უცხო განცხადებები, ათასობით განცხადებაში აღმოაჩინოს დუბლიკატები და მოსთხოვოს არაკეთილსინდისიერ აგენტს დუბლირებული განცხადების აღება.
დუბლირებული განცხადებების აღმოჩენა და ანულირება
ვინაიდან უცხო განცხადებების მონიტორინგი მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად დუბლიკატები მესაკუთრის თვალთახედვის მიღმა რჩება “ორექსი” მომხმარებელს დუბლირებული განცხადებების აღმოჩენის და ანულირების სერვისს გამყიდველის მომსახურების სამივე პაკეტით სთავაზობს.